ყველაფერი ფუჭია +


დამიჯერე პატარავ,
მე შენ მიყვარხარ,
თუმცა არ ვიცი
კარგად ვინა ხარ.

შენი თვალები,
შენი თმები,
შენი ტუჩები
მგვრიან სიხარულს 
მგვრიან სიყვარულს
მგვრიან სინანულს.

გეფიცები ჩემი ხარ
ახდენილი ოცნება
რა იქნება ერთხელაც 
აგვეხილოს გონება.

ყველაფერი ფუჭია
თუ კი მე და შენ,
ლურჯი მარადისობის
არ ვიხდინეთ ოცნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი