ერთი ცხოვრებისეული ეპიზოდი +


დილა წყნარზე წყნარი
მხოლოდ ბევრი ჩიტები,
ღმერთმა ისე გაუმრავლოს
საქართველოს შვილები.

ცვარი, მზე კი 
ახლა ამოდის,
სადღაც მამალმაც იჭექა
აგვისტო შემოდის.

ნეტარებას განვიცდი
ამ ამბავის ცქერაში
დაძინებაც არ მინდა
მინდა დავტკბე ცქერაში.

და... გავარდა
კიდევ , კიდევ,
გული იქცა დაჭრილი
გაიფანტნენ ჩიტები.
ცოტა ისე დანებდნენ
როგორც ხან-ხან
საქართველოს შვილები.

თავისუფლება ჩიტის ხვედრია
როგორც კაცისა, როგორც ყოველის,
ცხოვრება ხომ ერთი წვეთია
მარადიულის, ყოვლისმომცველის,
და როგორც ჩიტსა კაცთაგან
მეც იგივე მომელის, მომელის.

ღმერთსა კაცი გაუჩენია
ზედ კანონი დაუდგენია,
მაგრამ კაცი "თვით გენია"
ამ კანონს დამდურებია.

ჩიტები კი აგრძელებენ ჯღურტულს, 
კაცები კი უღერებენ შურდულს,
ირგვლივ ისევ ამ ლექსის
დასაწყისის სიტურფე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი