სიყვარული ჩემებურად +
ჩემი ხატია სამშობლო სახატე მთელი ქვეყანა, აფსუს რომ არ ვართ ერთურთით ავად გვეარა, მსოფლიო შემოგვეარა. არსად , არსად არ მოისმის ცხენთა ფლოქვთა რახა-რუხი, არც არწივთა, არც ირემთა არსად ისმის ბაქა-ბუქი. არვინ ცდილობს ერთის გარდა შენთვის დღეთა მონიჭებას, მაგრამ გამოსვლით კი არა ვერც ლექსით ვერ მოგიყვება? მომავალი ამ ლექსშია ჩემი განმსაზღვერელი ბედის, თუ ინნება ზეციერმა ამიხდება წესით. შენთვის შრომობს, შენთვის , შენთვის დრო კი მისი მეტოქეა, ბევრჯერ ხელი შეუშალეს მაინც ლექსის მელოთეა. გულნატკენი თუკი დადის განა ვერ გრძნობ? (ვიცი მრავალია), მე შორიდან გაკვირდები შენი სახე ნახატია. და ვერც ვარდი, ვერც ერთი ყვავილი ვერ შეგედრება, მზეს რომ ჩრდილავ, მთვარეს აქრობ ვარსკვლავები იკარგება. ვინც კი გაქო და გადიდა ყველა ფუჭი ნაშრომია, თუმც გული შენით ხომ ხალისით და სიყვარულით აღვსილია. იცი , ვიცი რომ ის ერთი ამ რითმების პატრონია, მაგრამ არ მინდა სხვას აუხდეს და ჩავვარდე აგონიას. ბოლოს ვიტყვი ამ მცირედში შენ ხარ ხოტბის მეტის ღირსი, მაგრამ შენ ქნარს ვერ მიმხვდარვარ, თან მიმხვდარვარ, არა? თუ კი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი