მინდა +
მინდა საქართველო გაბრწყინებული იყვეს, მაგრამ რატომრაც ხალხი არ უჯერებს ქრისტეს მინდა ყველაფერი დამშვიდებული, თბილი საინააღმდეგოდ ამისა ხალხი გახლავთ ცივი. მინდა ქალაქი, სოფელი მთად, ბარად თუ ზღვის პირად, დამშვენებული, გაშენებული როგორც არის ედემის პირას. დამიჯერეთ ეხლა მინდა ბოდიში ვუთხრა, ვისაც უცოცხლია ყველას და რათქმაუნდა უფალს. სიყვარული დაიღალა და დაწია ფრთები, ამის გამომსწორებელი არის მხოლოდ ღმერთი. სათქმელია ბევრი ხოლო აზროვნებს ცოტა, იმ ცოტასთვის ღირდა რომ შემცირდეს ცოდვა. ეზარება ყველას საქმის კეთება, დამჯდარია სახლში და რა გააკეთოს ვერ ხვდება. ზოგი შრომობს, შოულობს და მაინც წუწუნებს, ურჩევნია იძახოს ვერ ვხედავ სულ ფულებს. საქმე ვისაც ავალია თავის საქმეს იწყობს, ოღონდ თვითონ კარგად იყოს ხალხზე სულ არ ფიქრობს. ზოგი ჩაგრავს, ზოგი ლანძღავს ზოგი ითმენს, ზოგი ბრაზობს, ზოგი კვდება, ზოგი ცოცხლობს თუმცა ხალხი მართალს მაინც ამბობს. ვისთვის სიტყვა ჰობიას იგივე აზრი აქვს რაც სოფიას, ვისთვის თავისუფლება გამოგონილი ჭორია. მაშინ ვიქნებით კარგადა ღმერთთან რომ მოვხვდებით მაღლადა, დავიზეპირებ ვაჟასა ლექსს დავწერ კიდევ კარგასა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი