აფხაზეთი +
შენ აფხაზეთში თამაშობდი და მტრის ძალით ენგურს გადმოდი, მათი სისასტიკე საზღვარს გადავიდა ბავშვი აატირეს, ღმერთი აატირეს. დღესაც თვალწინ გიდგას სადაც თამაშობდი იქ ხომ დაბრუნება გვექცა მონატრებად, როდის აიხსნება ჩვენთვის დამალული შენში აღიბეჭდა იგი მონაკვეთად. არავის არ სჯერავს რომ ცუდი გინდოდა შენთვის თამაშობდი გასცქერდი ზღვას, ბედი აგირიეს, ეხლა სულ სხვას ფიქრობ სხვაგან დაცურავენ ტალღები კვლავ. და ვკითხულობთ - დავბრუნდებით? ისევ ჩავიკრავთ ერთმანეთს გულში? რაც დრო გადის პასუხი ძნელია ის ხომ თამაშობდა, სულში ჩააფურთხეს სულში. ის ხომ თამაშობდა, სხვანაირი ქარი ქროდა მას წაართვეს ლამაზი მომავალი, და დღეს იგი ფიქრობს იმაზე თუ როგორ თამაშობდა იგი აფხაზეთში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი