საქართველოს კუთხეები +
საქართველოვ დარდიანო , სევდიანო , ნატანჯო, როგორ მინდა ილხინო და იზეიმო კარგი დრო, შენს სოფლებში, ქალაქებში , მთათ თუ ბარად ღიმილი არ მოშლოდეს შენს საყვარელ ხალხს. დილით რიჟრაჟს შეხვდება, ქართლელი თუ კახელი, იმერეთი ბანს აძლევს და კეკლუცობს სვანეთი, შუადღისას გურია და აჭარა გიმანსპინძლებთ, აფხაზეთი, სამაჩაბლო არანაკლებს გიწილადებთ, ტაო-კლარჯულ, მესხ-ჯავახური საღამო გაიშლება, რაჭა-ლეჩხუმ, მთიანეთი , მთებში გადაიშლება, სამეგრელო თავის ნანით და ჰერეთი იავნანით, ტკბილად ტკბილად მოგამზადებთ დილის რიჟრაჟისთვის. აი ასე, მოვიაროთ საქართველოს მთა და ბარი, თუ გინდათ, რომ ბედნიერი, ბედნიერი იყოს ერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი