ნიკოური +
მე რომ ვიყო გალა? უნდა ვიყო ლოთი, მე რომ ვიყო შოთა? მგონი არ გამოვა, მე რომ ვიყო ვაჟა? დო სწრაფად გავა, მე რომ ვიყო ილია? მომკლავენ , გიფიქრია? მე რომ ვიყო აკაკი? ჩონგური და აკვანი. ისევ მე რომ ვიყო აკაკი? ვიმღერებდი ლექსებით, მე რომ ვიყო ილია? სიყვარული , იდილია, მე რომ ვიყო ვაჟა? ჭლექი შემჭამს ვავა, მე რომ ვიყო შოთა? მოვკვდებოდი "პროსტა", მე რომ ვიყო გალა? მოვიკლავდი თავს. მე კი მე ვარ და ამიტომ, სულ სხვა ბედი მკლავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი