ჰერიო, ჰერიო ! +


მტერი მოიწევს ჩვენსკენა
განწყობით სასიმღერიო,
ჩვენაც არ ვხვდებით ტირილით
ვიძახით : ჰერიო, ჰერიო !

ყველა სამშობლოს გმირია,
ყველა სამშობლოს მცველია,
მტერს არ შერჩება  არაფრით
განწყობა სასიმღერიო !

ჩვენ კვლავ დავიცავთ,
აღარ დავკარგავთ,
ჩვენი სამშობლოს
თითო ნაწილსაც.

პირისპირ შეხვდა ორი ლაშქარი
გაშლილ მდელოზე ღამე,
და მაშინ მიხვდა მტრის ბანაკი
რომ მღერა იყო ადრეზე ადრე.

შვიდი დღე ბრძოდა მეტოქე
გაუტეხელი ჯიქურად,
ჩვენ კი გვერდს გვედგა გმირები
გარდასულ დროთა ღვთიურად.

მას შემდგომ დიდმა დრომ განვლო
აღარ გვაწუხებს მტერი წყეული,
და თუ დაფიქრდა ისევ ლაშქრობას
 გაუხსენებთ ბრძოლას, ჩვენთვის ქებული !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი