მიყვარხარ +


დავწერ მიყვარხარ , ერთადერთი ხარ,
მე შენს მეტი არავინ მინდა,
დავწერ მიყვარხარ, შენ ეხლა გძინავს
და ანგელოზი არ გაკარებს ეშმაკს,
დავწერ მიყვარხარ, შენ ეხლა გღვიძავს
და ანგელოზი არის შენი ჯავშანი,
დავწერ მიყვარხარ,
რომ გაფრთხილება უნდა ყველაფერს,
ჩვენს თუ სხვებს.
დავწერ მიყვარხარ,
ადრე თუ გვიან, ჩვენ შევეჩვევით ერთმანეთს
და შემოდგომა აანავარდებს ფოტოლცვენას,
დავწერ მიყვარხარ,
რომ გვაოცებს ჩვენ გაზაფხული,
ტყემლის ყვავილი, დამშვენებული ოდები,
დავწერ მიყვარხარ,
და ეს ნაწერი იქნება ყველაზე წრფელი
ყველაზე მწველი,
დავწერ მიყვარხარ
რომ ბოლო მოეღება მარტოსულობას,
რომ ყველა იცხოვრებს სიყვარულით,
დავწერ მიყვარხარ,
გულს უყვარს შენ, გონს უყვარს შენ,
და რას ვინატრებ ამაზე კარგს,
რომ ასე უყვარხარ მხოლოდ შენს ქმარს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი