არდაღუპო საქართველო +


აგერ მე აგერ შენ
აგერ კიდევ მტერი ჩვენი,
აგერ ტაო, სამაჩაბლო,
აფხაზეთი და ჰერეთი,
დააბრუნე თუ ხარ ღმერთის ძეი.

აგერ შენ აგერ მე
აგერ კიდევ მტერი ჩვენი,
აგერ კუთხე-კუნჭულები
რაც შეგვრჩა და კიდევ მღერის,
ააყვავე თუ ხარ ღმერთის ძეი.

აგერ შენ , აგერ მე
აგერ კიდევ მტერი ჩვენი,
და თუ კი აღსრულდება 
ზემო თქმული ზედმიწევნით,
და იქნება საქართველო
ნიკოფსიით დარუბანდამდის,
მოილხენდეს, იღიმოდეს
ღმერთის ძეი, ჩვენი ხალხი.

აგერ მე, აგერ შენ
აგერ კიდევ მტერი ჩვენი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი