ჩემი ფიქრები +


ჩემი ფიქრები,
ჩემი დარდები,
ვიცი
გაჰყვება ქარს.

ჩემი ტკივილი,
ჩემი ღიმილი,
ვიცი
წაჰყვება ქარს.

ჩემი წარსული,
ჩემი მერმისი,
ვიცი
დარჩება აქ.

ჩემი სიმართლე
ჩემი სიკეთე,
ვიცი 
იმრავლებს აქ.

ჩემი ტყუილი,
ჩემი ავობა,
ვიცი
გაქრება აქ.

ჩემი წერილი,
ჩემი რითმები,
ვიცი
იპოვის გზას.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი