ნიბლია - ადამიანი +


რამ შეგაცივა პატარა ნიბლია?
უკვე გვესტუმრა ჩვენ გაზაფხული,
იქნებ დაჰკარგე შენ ახლობლები?
ან იქნებ დაგჭრა შენ მონადირემ?

შენ ნუ იდარდებ ერთად ვეძებოთ
ჩვენ დაკარგული შენ ახლობლები,
ან მე შეგიხვევ მაგ დაჭრილ მხარს
და გააგრძელე შენ ფრენა ახლებური.

ნიბლიამ მითხრა: მე შემაცივა ,
ფრინველთა შორის უსამართლობამ
ყველა მე მჩაგრავს, ყველა მე მდევნის
სამართალს ვეძებ მე უბედური.

ნიბლიას  ვუთხარ:მეც ეგრე ვარ
ადამიანთა შორის ჩაგრული,
გამოსავალი მხოლოდ ის არი
მივყვეთ უფლის გზას შეცივებული.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი