გურია ! გურია ! გურია ! +


ვუძღვნი გურულებს , გურული კაცის ზურაბ ორაგველიძის ოჯახის თამადობით.

ერთხელაც რომ ნახო
ძამა ჩემი გურია,
იცოდე, რომ შენდამი
გარდუვალი სიყვარულია !

ლექსით, მღერით თუ ცეკვით
მთა-ბარი გადაბმულია,
აღგიტაცებს ფრთებს შეგასხამს
აქაური საჭმლის სუნია.

ნაბეღლავი მოგირჩენს
თუ გტკივა კუჭია,
ზღვაზე თუ გინდა 
ურეკს მიაშურია.

კურორტია ბახმარო
ჰავით არნახულია,
გურულების ამის შემხედვარე
დავდივართ გადარეულია.

ყველა გაქებს
და გულს სიმღერა სწყურია
სულ მუდამ გავიძახოდეთ
გურია! გურია! გურია!

შენ არ იცნობ გურიას?
ის ხომ სიყვარულია
მისთა ქალთა ეშხმამა
გადარია მთელი დუნია.

ძამა მისი დავიწყება 
არის ძალზედ რთულია,
რადგან ჩემი გურია
სულ მთალდ სიყვარულია.

ხოდა სადაც სიყვარული
განუწყვეტლივ ბრუნია,
არა მგონია იქ არ იყოს 
ჩემი ტკბილი გურია.

ლელოს თამაში მოგინდეს
შუხუთს მიაშურია,
ფეხბურთს ძამა, მოგიგებს
ლანჩხუთის "გურია".

სამ კაძახს რომ ზრდი
მიუმატე ერთი ცა,
დაგლოცავდეს, დაგლოცავდეს,
ერიცა და ღმერთიცა !

ეს სტროფები ეძღვნება 
ჩემ ძმაკაც ზურიას,
გაუმარჯოს შენს ოჯახს და
გაუმარჯოს გ უ რ ი ა ს !

ყველა გაქებს
და სულს სიმღერა სწყურია
სულ მუდამ გავიძახოდეთ
გურია! გურია! გურია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი