ლექსს და ენას +
ხან ზღვის შემონაბერი ხანაც ბარის შემოძახილი, ხან უფლის მოწყალება და ხანაც მთისა ყვირილი. ხან მდინარეთა დინება ხანაც ვარსკვლავთა განწყობა, ხან მიწის ყივილი მზისა და მთვარის წყალობა. ხან მადლი ვაჟას , აკაკის ხან კი გაფურჩვნა ყვავილის, ხან კი თოვლი და ნისლები ხან კი წვიმების ღვარები. დედა-ენა, შოთას ლექსი ჩუქურთმებით ქარგული ყველაფრისა გამომთქმელი, ჩვენი ლექსი ქართული, ჩვენი ენა ქართული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი