ირაკლი (აბო) აბაშიძეს +
მომილოცია იუბილეი ჩემო უფროსო ძამიკო! რაც გავიარეთ ერთადა ყოველი ხომ კარგ იყო? შენს მოწადინებაში მთელმა მსოფლიომ გაგიგოს ! ბევრი გვინახავს ცუდი და ბევრი კარგ გადაგვხდენია, გისურვებ უკვდავებასა მეტი რა დაგვრჩენია? შენ რომ სიკეთეს აკეთებ ყველასთვის გადამდებია ! საქართველოს შვილი ხარ ამაყი კუთხის აჭარის, ოჯახი ამაყობს შენით პროფესორობას გიქადის, ღირსი ხარ ყველა სიკეთის ცოლის და ბევრი პატარის ! მთელი სიცოცხლე გქონოდეს სიხარულ-სიყვარულია სადაც შენ არ ხარ ო, სიცოცხლე იქ რა რთულია ! ჩვენი ძმობა ხომ ნაღდი ქართულია, ბრძოლა, ძმობა , რწმენა და გვერდით მდგომის სიყვარული რაგბულია, კიდევ ერთი მიზეზი რითაც ჩვენი ძმობა განმტკიცებულია ! გული არ დაგწყდეს ძამიკო თუ როგორც გინდა არ არი, გეხვევი, გკოცნი, მიყვარხარ გილოცავს მთელი მთა-ბარი, მიიღე ჩემო ძამიკო გულიდან ამონადუღარი , სადღეგრძელოც და შესმაცა სავალდებულო არი !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი