გვიხმობენ +


აზრის შეცვლას ჩაგითვლიან  არასწორად
როცა თვითონ მილიონჯერ იცვლიან,
სამართალი პურს ვერ შეჭამს მანამდე
სანამ არ მივა ფინიშთან.

ღარიბებს და დაჩაგრულებს დასცინიან
დაგვყურებენ სულ მაღლიდან, მაღლიდან
გაოცებით გვიყურებენ  და ყვირიან
ნახე სამშობლოს მართლები ჯერ არ დაღლილან.

ჩემს ქვეყანას სათავეში არ ყავს კაცი
ხელ შეუწყოს ხალხთა ბედნიერებას,
ვიცით, ვიცით გვატყუებენ თანაც მწარედ
ამათ ხელში ემუქრება დანგრევა, ქვეყნის მშვენიერებას.

რადგან ჩვენსა ასეთ ყოფნას
ძველი მამებიც გვითხრობენ, გვითხრობენ
და მთავრობაში გაჩითული მატყუარები
არაფერს არ გვითმობენ, გვითმობენ,
საქმის გამოსასწორებლად ქართველნო
ძველნი, ახალნი, გვიხმობენ, გვიხმობენ !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი