არა მჯერა +


არა, არა, არა მჯერა
რომ სამშობლო წახდება,
და მართალთა ხელში საქართველო
წაგლეჯილ-გაგლეჯილი გახდება,
რაც ითქვა და რაც ითქმება
ყველაფერი ქვეყნად მართლდება,
საქართველოს ჭამით-გლეჯით
ჯიბე-სტომაქ გასქელდა,
მაგრამ მათი დროებითობა
მართალ ქართველებით მთავრდება,
ვისაც სწყურია სიკეთე
რწმენა და პატიოსნება,
და დაიხსომეთ გიორგი კვაჭი 
რასაც ამბობს ისე მოხდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი