ტყუპი ძმები


რიწის ქვემოთ ფსკერთან ახლოს,
ტყუპ ძმათაა სავანეთი,
პირველს ჰქვია საქართელო
მეორეს კი აფხაზეთი.
ტბის გარშემო ქვრივი დედა,
ეძებს შვილებს და ქვითინებს,
რა მწარეა იყოს დღე და
შენთვის ღამე იღვიძებდეს.
სულზე გკბენდეს ლუციფერი,
გზას გირევდეს ესე ხმები:
განაშორეს ერთან ერი,
განაშორეს ტყუპი ძმები.
მიწას ხნავს , ღვარძლს თესავს შიგნით,
დაცემიდან მტერი კაცთა,
მოსავალი დააქვს წიგნით,
ჩვენც ეს წიგნი შეგვიყვარდა.
რა პასუხი გავცე ჭოროხს,
რა უამბოს მამამ შვილებს,
დათვი ტორს ცემს სამაჩაბლოს?!
აფხაზეთი გაასვენეს?!
ზღვათა ღელვა მიწის სუნთქვა
ქერუბიმთა შეძახაილი,
დავგლახვდი ქართლის მთა ვარ,
ფერდები მაქვს შეკვეცილი.
გმირულია შენი ნანა 
დედის მგავსი შეგონება,
ისევ ყვავის შენთან ყანა?
ვაზი ლერწს ხომ ეომება?!
ეჰ,აღარ ღირს ახლა წერა,
შენ ფარ-ხმალო ჩლუნგი გდიხარ,
მიატოვე მუნჯის კერა,
ძმას აჩვენე რომ ძმად ღირხარ!
მთამწვერვალზე ეს თავთავი,
ერთად დავრგეთ წინათ წლების,
ჩვენი რჯული ჯვარს ნაცვამი,
შეერთებას ითხოვს ძმების.
ხომ ხედავ რომ მტერმა გული
მეც წამართვა, შენიც ჭამა,
გაიხსენე ის წარსული,
როცა ერთი გვყავდა მამა.
მწუხარეა ახლა ქართლი
აფხაზეთო შენც ვიცი რომ,
სხეულზე გაქვს მხარი ცალი,
ლაზარე ხარ და შიმილობ.
რა სენია რა ჭირს ფსოუს,
თერგო ნუთუ შენც დადუმდი,
მჯერა ვნახავ ისევ სოხუმს,
დაბრუნდება დარუბანდი.
რიწის ქვემოთ ,ფსკერთან ახლოს,
ტყუპი ძმების აკვანია,
დედა ღვთისა ზრუნვასა ქსოვს,
ზრუნვა ქრისტეს პერანგია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი