პოემა წარსული,აწყმო,მომავალი...
ქალი ვნახე მომავალი, ირმისფეხა კისკისა. თმები ჩანჩქერს მონათალი, ბაგეები ღვინისა. შემომიჩნდა ინტერესი სილამაზის ცდუნებად, მხოლოდ ერთი სიტყვა მესმის: „გამომყეო“- უთქმელად! დატყვევებულს მე არ ვგავდი, თუმცა ბარგი ავიღე, მის ნაბიჯებს კონად ვკრავდი, როგორც ბავშვი ყვავილებს. დავაკვირდი მისი მზერა, თვალებს ჩემსას ისხლეტდა. სურვილებში თითქოს ვერა, თუმცა მაინც მიგებდა. იქვე ახლოს,სადაც ჩანჩქერს წყლის საწოლი შეექმნა. ჩავწექით და ხორცი-ხორცთან, სული-სულთან შეერთდა. ავაშენეთ შემდეგ სახლი, პირველ ვნების ადგილას. შემიყვარდა მე ის ქალი, ღმერთზე უფრო ადვილად. მთებმა ზურგი გამობერა, ქალმა კიდევ მუცელი, ზეცამ ხელით გამოძერწა, ჩვილი ენით უთქმელი. უმწიკვლოა მათ თვალებში, დანახული ნაპირი. სიზმარს ჰგავდა,ნათელს-ბნელში ჩემი ცოლი და შვილი. სრულყოფისთის გვაკლდა რაღაც,რასაც დიდხანს ვეძებდი. ძიებაში ვგრძნობდი დაღლას, გაუძლებელს ვუძლებდი. უძიროა სიყვარული, ჩემში,ცოლში და შვილში, მაგრამ რაა დაფარული, ზეცის ამგვარ ღიმილში? გადიოდა დრონი ასე, ნეტარება მომრავლდა, შრომა იყო ჩვენი საქმე, თუმცა რაღაც მოგვაკლდა. ხანთან ერთად შეგვეპარა, გულგრილობის ნიშანი, ძველად ოჯახს რომ ეფარა, ის ცა ვეღარ ვიცანი. გაბატონდა ნაღვლიანი, ცოლის შვილის სახება. დღენი გახდა ღვარძლიანი, წელნი კიდევ ვაება. გამოსავალს ვეძებდი და ნაპირი არ ჩანდა. თითქოს სულმბრძოლს დავნებდი, ცეცხლიც თითქოს დანაცრდა. ჩამომექცა თავზე წვიმა, სახლი ცრემლმა დაალპო. შვილი წყალმა შეიწირა, ცოლი დარდმაა დააგდო. ხელაპყრობით ბოლთას ვცემდი, ცრემლის ტბაში ვცურავდი, ღმერთ მითხარ რაში შევცდი და რაში უარგყავი. ეს კითხვები და სინდისი, კისერს ზემოთ აცოცდა, მივხვდი იყო ის კისკისი, ჩემი დიდი გამოცდა. მალე ცოლიც დამეღუპა, ჭაღარამაც მიმატა. ის ტკივილი არ გაყუჩდა, ნაოჭად რომ მიჩანდა. უიმედო შორი მზერა, სიამაყე მყინვართა... უმალ მოკვდა ყველა ერთად, ყველა ვინც კი მიყვარდა. ვდგავარ უბსკრულს, მზად ვარ მოვკვდე, შევუერთდე ჩემს ოჯახს! _გირჩევნია თვითმკვლელობდე, ვიდრე ჰგავდე მათხოვარს?- ეს სიტყვბი იყო უცხო , სხვისი ენით ნათქვამი. მითხრა: „ღმერთის მგმობო,ურჩო შემობრუნდი,გაქვავდი“. ენა პირში ჩამივარდა, მივყევ ნებას უცნობის, დავინახე კაცი ჩანდა, მზერა ჰქონდა უკვდავის. _ „გინდა გითხრა რად დაეცი, მანამ ფეხზე დამდგარი ? როცა ქალი ნახე ერთი, დაუტევე ტაძარი. მასთან ერთად აირჩიე, გზები მრუდედ სავალი, აქ მიწაზე აიწიე, ხოლო ცაში დადაბლდი. ერთმანეთით ნახეთ შვება, ნეტარების ნექტარი. აქ სიმდიდრე შემოგებნათ, იქ კი ვერა შეჰკარით. ზეთის ხილის ხედ მოგეცათ, შვილი მსგავსი სარკისა. დაგავიწყდათ ჩამოკრეფა, ზეციური მადლისა. იყო ვალი აღგეზარდათ, შვილი უფლის მოშიშრად, თქვენ კუზები აღგემართათ და აღზარდეთ მოქიშპრად. ტაძარი არ გახსოვდათ, ლოცვა თქვენ არ იცოდით, თქვენში გველი აცოცდა, მწუხარების ჭრილობით. წარგეტაცა ცოლ-შვილი, ისიც შენთვის იცოდე. სინანულით მოსილი, სანთელად რომ იწვოდე. ზეცის მადლის მყოფელი, დიდი ჯვარი მოგეცა. დაუტევე სოფელი, და გამომყევ მლოცველად.“ მოვიარეთ სოფელი, ხალხს ვუთხარი რაც მჭირდა. მაგრამ იყო ყოველი, ამაო და არც ღირდა. რადგან ჩვენში ბატონობს, გზები სულის წარმწყმედი. ხალხი ღმერთით არ ცხოვრობს, მეც ამიტომ წავედი. სადაც ერთურთს ერწყმნიან, უფლის რწმენა და ძალა, აქ ჩვეული სენია, კაცის კაცზე გადავლა. ამ ცხოვრების მანძილზე, ტანჯვით რაც კი ვიცხოვრე, ცრუ გავცვალე ნამდვილზე, და შემდეგი ვიპოვე. დალოცვილი არის ღმერთით, ოჯახებთა ერთობა, თუ მათშია უფლის მცნებით, საიდუმლო სერობა. ტაბაკინის მონასტრის, მდინარესთან დათვი არს. მასთან ვზივარ მონა ღვთის, და ვუკითხავ დავიათიანს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი