სამომავლო ასული
იწყებოდა ზაფხული, მასთან ერთად ქართული არშიყობის დაწყება. გაცნობაა არ რთული, მე ხელიდან წასული ისტორია დამყვება. მოვაწონე მე თავი და გონება წავართვი, ერთ საყვარელ გოგონას. მე იმ ასაკს გავარტყი თუ ერთხელაც არ იტყვი: გავასწორებ შეცდომას. რომ აჩუქო ქალს კონა, ვარდების და თან კოცნა იმავ ვარდის ტუჩებზე, თან სულსაც არ გაისვრი, გაგახსენდეს მაისი მისი თმების სურნელზე. აურიო შენს სუნთქვას, ვიოლინოდ რომ უკრავს მისი ხმა და სიმები. კომპლიმენტი ქალს უყვარს, მას მკერდიდან მზეც უჩანს და უთხარი:მჭირდები! უთხარი რომ მშვიდდები, მის თვალებზე გიჟდები, ასეთია ცდუნება. გვეყოლება შვილები, ერთად გამოზრდილები სამი ტყუპი თაობა. ცხენზე ჯირითს ვასწავლი, თუ რა არის მართალი, ამას თავად მიხვდება, ქართლის ძუძუ ნაწოვი და რწმენაში ნაქსოვი კაცი არ შეიცველბა. შრომით დაღლილ ლოდინზე, ცისარტყელის ლოგინზე მე მოვალ და ჩაგიწვენ. თან მოგიტან ყვავილებს, სულ ახლადდაკრეფილებს, ის დაჭკნება არა ჩვენ. არ გპირდები ისეთ გზას, მხატვარი რომ დახატავს, სულ ნათელი ფერებით. რეალობას გთავაზობ ვიცი არც შენ არ გაწყობს, უხმო ცრუ აბსტრაქტები. ქარიშხალიც იქნება, ტალღებიც აზვირთდება. ზღვაში ვცურავთ რადგანაც. იალქნებს მოვიზიდავთ, ათას წყურვილს მოვიკლავთ, და შემოვა ჭაღარაც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი