ხიდჩატეხილობა


მე ვდგავარ ხიდთან,
ჩატეხილი ხიდი არ მთრგუნავს.
თავად მიზეზი განშორების... ო,თქმა რთულია.
არაგვთან წვიმდა.
წვიმა,როგორც თარგამოსს უთქვავს,
ლიანდაგიდან გადასული ორთქმავალია.
მე როგორც ქართლოსს,
ამიმხედრდა ნებროთიანი,
მთვარე ღამეში მიჭედებულს მოჰგავს ამირანს.
ღალატში სახლობს,
ეფიალტოს ზურგი თმიანი
რა დროს აჩვენე,ერთგულებას და შენს კაპიტანს.
მოვა დაცემა
მიწიერი,როცა ხარ მარტო,
თუმცა გლობალურ მეგობრობას განიცდი ტყუილს.
გმობს ანათემა,
რაც არ უნდა ერთობა ხატო,
სიმართლისათვის ჯორდანოს მსგავს პრომეთეს ყმუილს.
მეც ველოდები,
იმ ცალთვალა შვილმოკლულ მებრძოლს,
თერმოპილედან სპარტას მთებში მისულს იმედით,
იქნებ ლოდები,
განშორების ზედ აღარ ეწყოს,
რომ ვთქვა: ამ ხიდზე მამა-შვილნი ერთად მივედით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი