ერთი ნახვით შეყვარება


ომებს ვერ იგებენ უბრძოლველად,
მე ომში ჩავები წინათ წლების,
რადგან შემიყვარდი უსწრაფესად,
მჯერა ერთი ნახვით შეყვარების.

გულს რომ შემომიჩნდა ზღვის ხმაური,
ალბათ მაგ თვალების არის ბრალი,
რაც შენ ჩემს ლექსებში ახმაურდი,
შენზე ფიქრებით ვარ გამომთვრალი.

და ეგ სიცივე რომ დაატარებ ,
ნუთუ სინამდვილის ლოდებია,
ამ გულს შენი მსგავსი ვაღიარებ,
ქვეყნად სხვა არავინ მოდებია.

სევდას მიცემული შენი მზერა,
თუნდაც ზედ რომ ზიზღი ამჩნევია,
იცი ? დამარცების მე არ მჯერა ,
რადგან დანებება არ მჩვევია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი