ემილი,ალისა,სოფია.


ცხოვრება ემილი სასტიკი წიგნია,
ღალატი ყოველ გვერდს უძებნის სათაურს.
ზურგს უკან ხანდახან შვილი რომ შვილია,
გაგწირავს იულუს და იტყვი : „შენც ბრუტუს?“
სიცოცხლე ალისა სიკვდილის მერეა;
თუ კლდეზე მიბმულო პრომეთევ აიწყვეტ.
შორს რომ არ წავიდე აქვეა მედეა,
შვილმა გიღალატა შენც ჩემო აიეტ.
ძმობაში არიეს შური და მკვლელობა.
ელიოზ თუ გინდა ნატვრის ხე ინატრე.
სულშია დედამიწის კაენ აბელობა,
დამეთანხმება აწ ბერი დემეტრე.
რადგანაც მსმენია დავითს და გიორგის.
ტახტისთვის ლუარსაბის გაუჩნდათ მადები.
ერთობა გადადეს- იდეა დიდგორის,
მამას მიუკეტეს მონასტრის კარები.
თუმცა დაღად მახსოვს სახე ხევისბერის,
ცამდე ატანილი ძახილი : ონისე.
ივანე მრისხანეც არის შვილის მკვლელი,
მრცხვენია მსოფლიო სუფთა წყლის მოსისხლე.
ყოველ ჭირს თან ახლავს კვირტები ლხინისა,
როგორც გასავლელი აქვს ყოველ ლაბირინთს.
ის იყოს კარგად და სინათლეს თვალისა
დავიხშობ ეს უთქვამს შვილზე ოთარანთქვრივს.
ამრიგად შვილები სულ როდი ცდებიან,
სულ როდი არიან მართლნი მშობლები.
გმირები,მე მჯერა არასდროს კვდებიან,
ან ისე კვდებიან მე რომ ვერ მოვკვდები.
ქალთევზებს ნაპირზე ელოდა ის ნავი,
რომელზეც ელაგა არქივად მგზავრები.
შენ უძღებ შვილებზე გსმენია იგავი,
თუმცაღა არ იცი უძღები მამები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი