პოეტის ალეგორია


აკილამ მიპოვა აკვანში მძინარე,
მგელ მამას ვძულდი და უარმყო გამრიყა,
ტროპიკულ ტყეებში შიშველმა ვიარე
და მერე შემმოსა ბალუმ და ბაგირამ . 
მე ვცხოვრობ ჯუნგლებში,
ჩემს საუკუნეში,
მსოფლიო ველური შერ ჰანის მსგავსია,
დამზდევს და ბრძოლებში,
ლირიკულ ომებში,
დაცემა ახალი ადგომის ფასია.
მთვარეზე შევნიშნე მზის ნაფეხურები,
ზღვა თითქოს მიწაზე მოსული ზეცაა,
ჯუნგლებში ჯამბაზზსაც ვერ გაეხუმრები,
რამეთუ სიმართლე სიცრუის დედაა.
ვიძინებ ხის მკლავზე ფოთლები მათბობენ,
მსოფლიო კას მსგავსად გველია ცბიერი,
აკრძალულ ნაყოფზე მითები ამბობენ
დატოვა ევამო ადამი მშიერი.
მზეს ასწრებს ადგომას ლაშქარი სპილოთა,
ხორთუმით საბრძოლო ყიჟინას დასცემენ,
ღამეა და ვუძლებ დაცინვას წეროთა
მაღლიდან ნისკარტით დირეს რომ ეძებენ.
უცხოპლანეტელს მამსგავსებს შერ ჰანი,
ყანჩებმა გამართეს წვიმაში აღლუმი,
ცდილობენ წამართვან ადამის მერანი,
რადგანაც არა მაქვს ეშვი ან ხორთუმი.
კვირა დღით ისვენებს სიცოცხლის შემქმნელი,
ამიტომ ოდისევს უბრძანე სქელტუჩა,
იმღეროს ლხინია დღეს ჭირის შემცვლელი,
ღმერთ პერსევს ჰადესი თუ არ შეეურჩა.
ქალწულ აფროდიტეს სიცოცხლე ვაჩუქოთ,
ვიმღეროთ ერატო ან პოლიგიმნია,
ბალუ მდინარის უკუღმა გავცუროთ,
ზოგისთვის ბოდვაა რაც ჩვენთვის ჰიმნია.
აიეტს საწმისი მოპარეს ბერნებმა,
მედეამ ღალატი არჩია სამშობლოს,
მეც შორს გამიტაცეს შიმპაზთა ხელებმა
მცირე კაცს კი უნდა მსოფლიო ჩაყლაპოს.
ერთ წრეზე ატაროს და ერქვას პლანეტა,
კოსმოსის თვალიდან ადვილად სამართი,
ათენის სამოსი მოარგოს რა კრეტა
ხოლო რეალურად ეწოდოს ჯალათი. 
ვარსკვლავი შენიშნა ზეცაზე ჰეროდემ,
მწიგნობართ უბრძანა დახოცვა ჩვილების,
რახელი ჩემზედაც იტირებს გჯეროდეს
თუ მაიმუნიგან ბალუ არ მიშველის. 
რუსეთი შერ-ჰანი, კა ოსმალეთია,
მეფე მაიმუნთა კი არაბები,
მუმლი მუხასავით მეც შემომესია,
სადაა ცხრა ძმა და ის არაგველები. 
მტერმა მოიტაცა ალგეთის ლეკვები,
ცა გორგასლიანები ხვიჩა და გოჩა,
რა განძზე გავცვალო ეს ვაზი ეს მთები,
ვის მივცე სათელად ქართული ეს ჩოხა.
იომა დავითმა აიღო თბილისი,
და ოთხას წლიანი ჩამოხსნა უღელი,
მიშველა ბაგირამ მეც განვთავისუფლდი,
დავტოვე ჯუნგლები და წუთისოფელი.
დღეს დათვურ ძილზეა მოფლიო ჯვარცმული,
ზამთარი არ კმარა ზაფხულშიც იძინებს,
სულში მაქვს გიპნოზის ფესვები ქართული
და გულშიც ლეგნდა ქართლოსის გიზგიზებს.
მე ვცხოვრობ ჯუნლებში,შემარქვეს მაუგლი,
მშობლების დაკარგვამ მაქცია ტყის შვილად,
ხანდახან ვერთობი როგორ ვთქვა აუგი,
ბუნებამ როდესაც მაჭამა მიშვილა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი