გაუფასურდა სიტყვა მიყვარხარ
გაუფასურდა სიტყვა მიყვარხარ ოცდამეერთე საუკუნეში. აზრი არა აქვს იმას,თუ ვინ ხარ, ან ის ვინაა,სადღაც ორ დღეში ამბობ,რომ გიყვარს,მასზე გიჟდები, რომ მის გარეშე ყოფნა ახია, რომ მისით სუნთქავ და იმას ხვდები, რომ მისი მსგავსი არ გინახია. გაივლის ერთი და ორი კვირა და გამოივლის ქუჩაში ქალი. მერე ორ დღეში ეს ქალიც გიყვარს და ისიც წინათ რომ დაადგი თვალი. შენ ამ ორიდან აირჩევ ერთ-ერთს, ან მოიწონებ მას ვინც დარჩება. მაგრამ ქუჩაში ქალები არ წყვეტს გამოსვლასადა გასეირნებას. რადგან ბუნება კაცის თვალთმაქცობს, ვინც გიწვენია მკლავებში ახლა. რა სიყვარული,აღარც კი მოგწონს, და გინდა მისი სხვა ქალში გაცვლა. ქალი ? ქალია სუსტი არსება თუმცა ძლიერი არის მაცდური. ნამდვილ ქალს მხოლოდ ის ეყვარება ვინც კაცია და არა კაცური. ხოლო ყალბები რიგში უცდიან, მდიდარ ფულებით სავსე კაცუნებს, მათთვის მთავარი არის ფუნქცია, კაცი რასა და რამდენს აჩუქებს. რა გასაკვირი არის თუ უყვარს და მასთან ერთად სხვასთან "მესიჯობს", აქეთ თვალს „ვაფშე“ სხვა კაცს ჩაუკრავს, ასე რომ დღეს ქალს ქალად ვერ იცნობ. ვნება აყოლილ სურვილს ნებდება, სიყვარულს სექსში ურევს დრო და დრო. მერე დაღლილს რომ გაეღვიძება? არ ახსოვს ბოლოს თუ ვისთან იყო. ასე,ამრიგად ტყუილს მივყავართ ბილწ მატარებლის ერთ-ერთ კუპეში. გაუფასურდა სიტყვა: „მიყვარხარ“ ოცდამეერთე საუკუნეში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი