ფლირტი
გავიცანი,მოვიწონე პირველ შეხვედრისას და მეორე პაემანზე დავასკვენი :მტრისას. არ მეგონა,არც მეფიქრა პოეტიც თუ ცდება. აქეთ ლექსი წამიკითხა და დამიწყო შებმა. ვუსმენდი და თან ვხედავდი საგანგაშო წუთებს, თურმე ხალხი ჩემისთანას კიდევ რამდენს უძლებს. აივანზე თუთა იდგა გაკვირებულ სახით, ამჩეხეო მეუბნება ან: „აქედან გადით“. სირცხვილს ყელში ხელი ვავლე,გავაჩუმე თუთაც, ამ ქალს მკერდი ისეთი აქვს დაგავიწყებს რჯულსაც. გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მზარდი, ლექსი ჯერ არ წაეკითხა ვუთხარ : „შემიყვარდი“. მან განაგრძო: „ვარდობისას მოიტაცეს ქალი, და ყაჩაღებს ახლაც მიზდევს ამ პატარძლის ქმარი.“ არ ესმოდა ჩემი სიტყვა,ჩემი გულრწფელობა, თუმცა პოეტს მე თუ მკითხავ,ცოლიც ვერ ენდობა. ის ყვებოდა: „ბოლო ბრძოლა გაიმართა თერგთან, აღარც ქმარი,აღარც ქურდი შენ დარჩები ჩემთან ?“ „კი-თქო“-ისე გავიძახე ახლაც მესმის ექო, მან კი მითხრა:“ლექსი იყო,მოისვენე ცელქო“. ელოდება შეფასებას,მე ყელში მაქვს ბურთი, თავს ვიკავებ,თუმცა მინდა,მოვაჭამო ტუჩი. _დასასრული კარგი იყო ,დასაწყისზე უფრო, თუმცა მინდა გაგრძელება ჩემი რომ დავურთო! ... ფურცლად ლოგინს მივაშურეთ კალამიც მაქვს თან, დავწერეთ და ბოლოს მითხრა: „პოეზია ვცან“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი