გრაალის კოშკებო და ცაო მარტისა


ოცნების კოშკებო და ცაო მარტისა,
ამ გულის სატირალს ტირიან ვარდები,
წმინდა არს,წმინდა არს მზე თიბათვისა,
გეძახი, მზექალო ნუ დაგვიანდები 
ყინულის ვარდებო და ცაო მარტისა,
დაიმსხვრა ოცნების მზისფერი კოშკები,
დამთავრდა ზღაპარი მზისა და მთვარისა,
და მაინც გეძახი ნუ დაგვიანდები. 
გრაალის კოშკებო და ცაო მარტისა,
მშვიდობით,ამაოდ გიკრეფდით ლიანებს, 
ნაწვიმარ გულს უმძიმს დაკარგვა ქალისა,
რომელიც წავიდა და დაიგვიანებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი