სიცოცხლის სათაური
მიწის მიმიკას გონების ჩარხში, სიბნელე მოაქვს,შობს ახალ ლანდებს, გოგონა მირბის სახლიდან ქარში, ხანდახან უკან აპარებს თვალებს. ყვავილში უცხო გრძნობა იშლება, სხვა სულს იკედლებს ტოტები ატმის, გოგონა უკვე ქალად ითვლება- მუცელში შვილი უფეთქავს მარტის. წვიმიანია მზიანი ზეცა, ეფემერული არის დღეები, მთვარეს ფოლადის აბჯარი ეცვა და გარს ეხვია ქრიზანთემები. ასწიეთ ფარდა ქორწილის დროა მთვარეს პარავენ შვილებს ხელიდან, ბერძნებმა ვეღარ აიღეს ტროა არ ჩანს ვარსკვლავი სხვა პლანეტიდან. მიწის მიმიკა გონების ჩარხში, ახალ სიცოცხლის სათაურს ბადებს, გოგონა ისევ სახლიდან გარბის და უკან აღარ აპარებს თვალებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი