მაისი
შენ გინდა კომპლიმენტს ჰაერად გაწვიდნენ, აქაა ჩემს გულში საშენო ჰაერი, ისუნთქე ეს გული სანამდე წაიღეს, სანამდე შენია გრძნობებით ნაჯერი. თუ შენ გსურს გიყიდი,სუნამოს,ყვავილებს, მოგიძღვნი ყველა ლექსს რაც ჩემში ტრიალებს, ოღონდაც ნუ იტყვი თორემ სხვა წაიღებს, რომ ფუჭად გიკრეფდი სულისფერ ლიანებს. მინდა რომ იცოდე თუ ჩემთვის რად ღირხარ, სულ მცირე დაგითვლი ღამეებს თვიანებს, როგორც ცას ვარსკვლავი შენც გულში მაჩნიხარ, მზე გქვია მე კი შენს გარშემო ვტრიალებ. ზეცაც მოღრუბლული არის ჩემებურად, რადგან მზე ღრუბლებში ადგილს ინარჩუნებს, ჩემში შემოხვედი ჩემდა უნებურად, სული წაიღე და გულსაც ისაკუთრებ. თითქოს გადარეულ ამინდ ვემსაგვსები, დამაქვს უსასრულო შენი ნოსტალგია, წამით დამშორდი და ისე მენატრები, მზად ვარ ვაღიარო შენი მონარქვია, ჩემზე,ჩემს ლექსებზე,თუნდაც მომავალზე, გესმის გულის ცემამ როგორ მომიმატა? შენ თუ გგონია რომ გაგცვლი ვიღაც ქალზე, მთელი დედამიწის ვარდებს მოგიტან და, ამ ლექს დაგიტოვებ მერე სასთუმალთან, კისერს დაგიკოცნი როგროც მემჩვევია, როცა გაიღვიძებ ნახავ და მიხვდები , ... ყველას მირჩევნია. დამყვება სურნელი შენი თმის შენი ცის, თვალებმა სხეული ზღვისფერად შეღება, დავდივარ სნეული ერთისთვის შენც იცი, ამ ლექსებს,ნახატებს მაისი ერქმევა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი