არაფერია დაფარული რომ არ გამჟღავნდეს, იყოს გულში და თვალებზე სარკედ არ გაჩნდეს.
შევყურებ თვალებს, მინდა რომ ჩანდეს, სინათლე მათგან და არა წარღვნად ამეტყველებულ უსუსურობა, გაბატონებულ ზნე უსულობა. ძილის გიპნოზებს, ვინც კი უწოდებს სწორად ცხოვრებას, სუსტის მორევას, ძლიერთთან თვალთმაქცს, ოცნების თამაშს, ტაძარში ლაქლაქს და მოძმის ღალატს, არ იმსახურებს, არც განდიდებას, და აღარც დაფნას. შევყურებ თვალებს და მინდა ჩანდეს, ღრმა მეტყველება, საქმის კეთება, მოძრაობა ბრძოლა, და ნაკლები წოლა, ახალი სიტყვა, რაც ჯერ არ ითქვა. განვითარება, ახლის დანერგვა, გულის ტარება, ხალხში გარევა, ბაირონივით თერგთან შერევა და არასოდეს ზურგის ჩვენება. არც თავის მაღლა მთებზე ჩეჩება. უსარგებლოა: გოეთეს დგომა, უსახელოა, კაენის მოდგმა, თვითგაღმერთება სახელად ბოდვა. მაღალი ენა, მოსაჩვენებლად, გაუცხოება, გაუცხოებად. შურისძიება ძღვენია მტრისთვის, და ხელოვნება ხელოვნებისთვის არის ქვიშაზე, აგებულ სახლის, სიმბოლო რაზეც, სიკვდილი დადის. ემანუელით მშოფლიოს ეცნო, კაცის გავლილით არ იანდერძო. არ იყო ნერონ, აღარც ჰეროდე და იერიქონ აღარ კვდებოდე. უსარგებლოა, ბარიერები, ხიდის არ ქონა, უქმი ხელები, ვერცხლის გროვა და არ გაცემები, ბელერფონტადან, შექმნა ქიმერის, და სამშობლოდან დევნა გმირების. დაფასებები, სიკვდილის შემდეგ, ქანდაკებები, თაობავ შესდექ, ისტორიაა, რითაც არსებობ, ირონიაა, როცა ბრძანებლობ, და წიხლს ზედ აჭერ, იმ თოთო ნაჭერ, ძუძუ რომ შენთვის, რძითაა აქვს სავსე, შენ კი შურისთვის, ძმასაც კი გასრეს, ჰო ეს გმირები, თითქოს ჰგავს ქრისტეს, შემოქმედები, აღმართს რომ გიკვლევს. თუმცა მსგავსება, მაინც მცირეა, მასში არც ბეწვი, ჩვენში დირეა. ჰო,ეს ცხოვბრება თითქოს კიბეა, ჩამოსვლა მჩატე, ასვლა მძიმეა. სადაც არ ელი , იქაც გესვრიან, აქ ხომ გმირები, ადრე კვდებიან. ირგვლივ ან მტერი, ან და მტრებია, რადგან ეს ერი, ერზე მეტია. აი ,ამ მტერებსაც, მონღოლსაც,ლეკსაც, განსაზღვრული აქვს თავის გ,ლ მისია, სიფხიზლე ჩვენი, მათ აკისრია. რათა იფეთქოს, სურვილი ახლის ახლად ეკურთხოს, იმედი ქართლის. აშენდეს ბევრი, აივსოს ქვევრი, გამრავლდეს ერი მტრის გაქრეს ტევრი, მოექცეს მტერი, და როგორც ზვრები, ვიდეს მიწისგან, ამგვარად ძმები, იშვან დედისგან. და თუ მათ შორის, ლერწმა იხარა დედის ვალია, გაქრეს იარა. ასწავლოს ჩვილებს რომ არს საჭირო, რაც უნდა გჭირდეს, ძმა არ გაწირო, იბრძოლო,შექმნა, და მიღწიო, რომ შვილი გერქვას,რომ მამა გერქვას, შეგირდი იყო შემდეგ ოსტატი, თუ საჭიროა ძონძი შეიმკო, თავისუფლების გახდე მონარქი. და რომ სამშობლოს,კვლავ ემსახუროს, შენი მარჯვენა,დაუღალავი, შვილი გაზარდე,და მან აჩვენოს, მსოფლიოს ქართლის გახსნილი მკლავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი