პრობლემები გვაქ თავზე საყრელი ..


პრობლემები გვაქ თავზე საყრელი,
და ინტერესი სულაც გაგვიქრა,
ფული მაინც გვაქ გადასაყრელი,
ჩვენს გულზე ცეცხლი ისევ ჩაგვიქრა.

იქით პოეტებს ებრძვიან მუდამ,
აქ კი სექსია აქტუალური,
გადაიკარგა აქ პოეზია,
და პოეტები ნატურალური.

ზოგი არიფი, ზოგიც ქურდია,
შე არასწორო, მკაცრო სუდია,
ესეც თამაშობს, ესეც გუნდია,
და ეს ფეხბურთიც უკვე ცუდია.

ეს ტერაქტები უკვე მოდაა,
გინდა ბელგია, გინდა პარიზი,
აქ პოეზია ვიცი ბოდვაა,
და ლექსის წერა კიდე კაპრიზი.

პოლიტიკაა მთავარი თემა,
მასზე საუბრობს სულ გადაცემა,
აღარა გვახსოვს ჩვენ სხვა ამბები,
პოლიტიკური გვერგო აბები.

ლექსების ფასი თითქმის ნოლია, 
და მამაკაცი უკვე ცოლია,
აქ სიგარეტი მხოლოდ ბოლია,
შეხედეთ დარტყმა! ისევ გოლია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი