სასაფლაოზე
გაივლის დრო და სასაფლაოს შერჩება ლოდი, მე დავიწყება არ მინდოდა ხომ ყველას ვთხოვდი, გაყინულ ქვაზე არ იჯდება ერთი მნახველი, და ამ ცხოვრებას ვერ შერჩება ჩვენი სახელი. წვიმიან დღეში მესაფლავე გააღებს კარებს, ოხვრით დაგვხედავს, სინანული შემოაწვება, შეუშინდება სიცოცხლეში უაზრო ქარებს, ფიქრში წასული მის დივანზე ჩუმად დაწვება. შეშლილ სახეში გამოჩნდება მისი ღიმილი, მისივე ფიქრში დაუკრავენ უაზრო სონეტს, ამ უღიმღამო ცხოვრებაში ანგელოზები, შეჩერდებიან და ნახავენ ფინალურ მომენტს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი