სურვილი
ახლა დავწერდი ჩემს ფიქრებს შენზე, შემოგახვევდი ხელებზე წყენას, თვალებზე ჩემს გულს აგაფარებდი, მოგარიდებდი ყველაფერს,ყველას.. მერე სიყვარულს წყალში გავხსნიდი, დავამატებდი შენდამი ღელვას, სიჩუმეს ამ წყლით ჩამოგრეცხავდი, დაგავიწყებდი ყველაფერს.. ყველას.. ტუჩებით შენს გულს შევეხებოდი, დაგიკოცნიდი ტკივილებს, რწმენას.. ისეთ ვნებებში გადაგახვევდი შეშურდებოდა ყველაფერს, ყველას.. ახლა სხეულზე შემოგახვევდი, მონატრებებით გაჟღენთილ პერანგს.. შენს სულში , ისე შემოვცურავდი, არ შევიმჩნევდი ყველაფერს..ყველას.. გ.პაპკიაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი