წვიმიანი ამინდი
ბევრ რამეს მახსენებს წვიმიანი ამინდი, თამბაქო დამისველა წვიმიანმა ამინდმა, მოსვენება დავკარგე წვიმიან ამინდში, იმ ღამით დავმეგობრდი წვიმიან ამინდთან... გულს ისევ მიჩქარებს წვიმიანი ამინდი, ერთხელ გამაბრაზა წვიმიანმა ამინდმა, სხვის ქოლგას შეეფარე წვიმიან ამინდში, ალბათ დასველება მეორედ არ გინდა... ბევრ რამეს მახსენებს წვიმიანი ამინდი, ზოგჯერ გახსენება არაფრის არც მინდა, დღეს ისევ გამახსენდი, წვიმიან ამინდში.. ფეხები დამისველა წვიმიანმა ამინდმა.. მახსოვს ჩვენი ცეკვა.. წვიმიან ამინდში, ღამით, მთვარის შუქზე, სველი ზღვის ნაპირთან.. ისევ მოლოდინი წვიმიან ამინდში, არ ვეჭვიანობ წვიმიან ამინდთან... ბევრ რამეს მახსენებს წვიმიანი ამინდი, ისევ მეორდება ფიქრებში თავიდან, თუ ერთხელ დამკარგე, წვიმიან ამინდში, შენთვის წვიმად მოვალ, მიყურე ფანჯრიდან....... გ.პაპკიაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი