მამიკოს ვარსკვლავი


მამამიკოს ამოსუნთქვა,მამიკოს ვარსკვლავი,
თავისი არსებობით დამითბო ზამთარი.
მამიკოს ოცნებების დიდი თაიგული, 
სამყაროს საოცრება ხელში გარინდული.
მამიკოს დიდთვალება, გულით დახატული,
ჩემი ყოველი დღის თბილი გაზაფხული,
მამიკოს გულისცემა, ჩემი სიხარული,
შენში ჩავაქსოვე მთელი სიყვარული.
მამიკოს გემრიელი, როგორც კარამელი,
შენზე საოცრება არ ვიცი არაფერი.
მამიკოს ერთგული მზე, ჩემი განთიადი,
უშენოდ ამ სამყაროს მე ვერ ავიტანდი.
მამიკოს ტკბილი სუნთქვა, გულის გასაღები, 
ჩემი სიყვარულის დიდი ნაკვალევი!
გ.პაპკიაური
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი