მე მე ვარ მაგრამ...


დღეს როცა ჭიქას პირამდე ვავსებ
და გულით დამაქვს ბევრი სათქმელი, 
მწარე სასმელით ალეწილ ტუჩებს
მაინც წამოსცდა შენი სახელი...
დღეს, როცა დროსთან შენზე ვსაუბრობ,
გონება გულთან არჩევს გაკვეთილს, 
თამბაქოს კვამლში შერეულ სევდას,
ფიქრებთან ტრფობის უკვე არ ესმის...
დღეს, როცა შენში სულ სხვა მზეს ვხედავ, 
ტუჩებს ვიხსენებ უკვე გაცვეთილს, 
ძლივს ვიმორჩილებ ჩემს სულში შენს სულს 
და შენ გიტოვებ წარსულს დაკემსილს...
დღეს, როცა ჭიქას პირამდე ვავსებ, 
მიწას ვეხები წვიმით ჩარეცხილს, 
ჩემი მე ყურთან მეჩურჩულება, 
მე მე ვარ მაგრამ შენი არ მესმის...
გ.პაპკიაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი