დიდია მიწა


დიდია მიწა!ფხვიერი,სიღრმე,
შავი ჰაერი სუნთქვის დროს მძიმე.
თეთრია ღამე!მაგონებს რძის ფერს,
ბებერი მთვარე გაცვეთილ ღილებს.
ბევრია ნამი!მიტბორავს სივრცეს,
შავ-თეთრი გზები ირეკლავს სიზმრებს.
ძველია ნავი!ვერ ზიდავს ფიქრებს,
ქვის ფერი ქარი აწვალებს ჩრდილებს.
ცოდოა ჩიტი!ვერ სწავლობს სიტყვებს,
გამდნარი წყალი მიკაწრავს წვივებს.
სველია ცრემლი!აგრილებს იმედს,
ხმელი ტოტები აკვნესებს სიმებს.
ცოტაა ბევრი!წარსული მისწრებს,
მარტო ვაცეკვებ მოწყენილ თითებს.
გ.პაპკიაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი