მამა (თავი 1)
გიორგი მცივა. მითხრა ჩემმა დამ. მთელი ზაფხულის მანძილზე როცა ქუჩაში ვიყავით ეს პრობლემა არ გვქონია რადგან ზაფხულია და თბილა დღისით და ღამითაც. მაგრამ გაინტერსებთ რატომ მოვხვდით ქუჩაში . ყველაფერი კარგად იყო იქამდე როცა მამამ ახალი ცოლი მოიყვანა დედას გარდაცვალებიდან 6წლის შემდეგ თავიდან მოსიყვარულე იყო თუმცა ნელ ნელა ვხედავდი ვინც იყო. ჩემი და მაშინ პატარა იყო ეხლა 4წლისაა რაკი მან დედის სიყვარული არ იცოდა რადგანაც ის მშობიარობას გადაჰყვა ჩვენს გვერდით მამა იყო უფრო და ის ქალი უფრო სახელით მივმართავდით და არა დედა-თი თუმცა ჩემი დისთვის მაინც ახლო იყო .მამაჩვენი ერეკლე მუშაობდა და ზოგჯერ მივლინებითაც მიდიოდა სამსახურის გამო .წესით ასეთ მომენტებში დედინაცვალი კარგად უნდა იქცეოდეს თუმცა ის არა .ზაფხული სრულდებოდა და შემოდგომა იწყებოდა ისე უცებ აღმოვჩნდით ქუჩაში ვერც მივხვდით საღამოთი ვივახშმეთ მულტფილმს ვუყურეთ და დაგვაძინა. დილით უცნაურმა სუნმა გამაღვიძა ისეთი რაც სახლში არასდროს მიგრძვნია თვალები გავახილე და ქუჩაში ვართ რამოდენიმე ცელოფანი ტანსაცმლით ჩვენი სახლის კარზე კი აწერია წარწერა (გაყიდულია) გულში სისხლი მომაწვა.არ ვიცოდი რა მექნა ჩემს დას იქვე მზით გამთბარ ქვაფენილზე ეძინა. მიწევდა ტყუილი მეთქვა რადგანაც ის შეჩვეული იყო მას და ასეთ დარტყმას ვერ გადაიტანდა. სახლთან მივედი იქ მართლაც არავინ ჩანდა ვეცადე სახლში შესვლა იქამდე სანამ ელენე გაიღვიძებდა იქნებ რაიმე საკვები მეპოვა ყველა კარი დაკეტილი იყო ერთის გარდა რომელიც მამაჩემმა ჩემთვის გააკეთა საუდუმლოდ სულ მიყვარდა იქედან შესვლა სახლში (ეს კარი მამაჩემმა იმ დღეს გააკეთა როცა სკოლიდან სახლში მარტო დავბრუნდი და სახლში დაკეტილი დამხვდა რადგან გადაავიწყდა ჩემი მოკითხვა ეს ერთხელ მოხდა მხოლოდ) ჩემი სიმაღლის იყო პატარა და მრგვალი როგორც ბეჭდების მბრძანებელშია შევედი სახლში იგივენაირად იყო ყველაფერი მამაჩვენის ძველი ჩანთა ავიღე და საჭმელები ჩავალაგე რის აწევაც შემეძლო .ვეცადე ტელეფონი მომეძებნა თუმცა ამაოდ ვერსად ვიპოვე რატომ გაგვწირა ასე ვერ გამეგო . ალბათ თავიდანვე ასე გეგმავდა ყველაფერს . ფიქრებში წავედი როცა ჩემი დის სიხარულით ნათქვამი 4 ასო გავიგე მ-ა-მ-ა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი