მამა (თავი 3)


მამაჩემის ლოდინში ჩამეძინა.
გამაღვიძა  და ჩამეხუტა .
მამას ბანკში ანგარიში ჰქონდა 
რის შესახებაც იმ ქალს არაფერი სცოდნია
და რაკი დასვენების დღეები დაემთხვა სახლის ყადაღასო ჯერ არ გაყიდულა და აუქციონზე შანსი გვაქვსო
ყველას ვესაუბრე და ვთხოვე სახლის გაყიდვაში ვაჭრობაში არ შემოსულიყვნენ.
 აუქციონი 2 დღეში იყო
მე და მამა ვისხედით მაგიდასთან და ვფიქრობდით ვაითუ არაფერი გამოვიდეს ეს პატარა ელენესთვის როგორ გვეთქვა
რომელსაც იქვე ტახტზე ტკბილად ეძინა.
ამასობაში ჩემი სკოლაც იწყებოდა მაგრამ ვის ეცალა მაგისთვის ჩემს დაზე ვინ იზრუნებდა  თუ მამაჩემი იმუშავებდა ეს  ცალკე პრობლემა იყო.
9საათი ხდებოდა. ამფიქრებში დაგვათენდა ისევ.მალე ელენე გაიღვიძებდა
 ჩანთაში ჩალაგებული პროდუქტი ისევ მაცივარში შევალაგე
და 
ჩემს დისთვის საუზმის კეთებას შევუდექი
დავადგი მაკარონი მოსახარშად
ცოტა კარაქი ჩავაგდე ცოტა ხნის შემდეგ 
როგორც მამა აკეთებდა
დამახსოვრებული მქონდა
.მაკარონი გავწურე ყველი მოვახეხე და მაგიდაზე თეფშებით დავალაგე
.რომ გაიღვიძა ჯერ ის იკითხა 
სულ სახელით მიმართავდა
რაკი ნინო-ს ვერ ამბობდა ნინია-თი მიმართავდა და ჩვენც ეგრე ვეძახდით .
ელენეს ვუთხარი მოდი მიირთვი შენი საყვარელი მაკარონი მოგიმზადე თქო. წვენი სად არის იკითხა როგორც ყოველთვის.ბროწეულის წვენი უყვარდა .ადექი ჩაიცვი ხელპირი დაიბანე და მოდი მეთქი .იქამდე კი წვენი დავასხი 
ეს მეც მიყვარდა
1 საათში
მამაც მოვიდა აუქციონზე წასასვლელად მოემზადა მითხრა თუ ყველაფერი კარგად წავა სკოლის გაცდენა არ მოგიწევსო.
ელენემ  მადიანად მიუჯდა სუფრას და 5წუთში მოასუფთავა თეფში და 
მიყურებს მისი თვალები კიდევ მინდას რომ ამბობს
დავუმატე და ჩემს თეფშს მივუდექი
ძაანაც არ მშიოდა უფრო მაინტერესებდა რა მოხდებოდა .
 ნელ ნელა ვჭამდი.
მოგასწარი პირველი ვაარ.დაიძახა სიხარულით ელენემ ეს შეჯიბრი მუდამ გვქონდა რომ მას საკვები არ დაეტოვა თეფშზე.გახარებული ადგა და მიუჯდა ტელევიზორს
მეც გადავედი ტელევიზორთან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი