ხეს ჩამოვარდა ფოთოლი ..


ხეს ჩამოვარდა ფოთოლი,
                            და იწყო ნელ-ნელა ცვენა,
                            მას შერჩა ერთი ფოთოლი
                            ისიც ნელ-ნელა ჭკნება.
                            მებაღე ვერც კი ამჩნევდა,
                            მუხის ხმე როგორ ხმება
                            რადგან ის ერთი ფოთოლი,
                            სუნთქავდა ეხლა კვდება.
                            ჰა რაღას იზავ ფოთოლო?
                            შენც წახვალ, თუ დარჩები?
                            ჩემს იქით შენც ხომ მოკვდები
                            შორსაც თუ დაეცემი.
                            მუხის ხე ვაით სუნთქავდა ,
                            ფოთოლმა უთხრა არა
                            თავისთვის ჩაიქირქილა
                            მოგწყდები და შორს წავალ .
                            და ამოვარდა გრიგალი,
                            მოსწყდა ფოთოლი ხესაც,
                            ფოთოლი საით წაიღო
                            კაცმა არ იცის დღესაც.
                            ამბობენ გუბეს დააგდო,
                            ლაფმა დაალპო უმალ
                            ამბობენ ქარმა წაიღო 
                            და ის კვლავ იფრენს მუდამ.
                            მუხის ხეს რა მოუვიდა? 
                            ქარს წვიმა მოჰყვა მაშინ
                            მახსოვს მზემ გამოანათა
                            უმალ აყვავდა წამში.
                            ფოთოლი კი სად ჩავარდა,
                            ის ღმერთმა იცის ერთმა 
                           ხეს კი დღეს კვლავ რკო ასხია
                           აღარ უმტყუნა ბედმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი