სადღგრძელოს ენა
ჩვენი საშობლოს ნაზი წალკოტი, მოგვიყვანია რწმენით აქამდე, კვლავაც ვიხილავთ ღვთისმშობლის წილხვედს, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. მართლაც ტკბილია ჩემი მამული და ფარნავაზის ენა ქარგული აღზევდეს იგი უფლის წინაშე დე უკუნითი უკუნისამდე. მე ამაყი ვარ რომ ვარ ქართველი, ამ მიწა-წყლის და ზეცის მნახველი, როცა ჩემს თვალწინ ბორგავს რიონი, როცა ჩემია გალაკტიონი. როცა ყოველი გოჯი ტკბილია ყვარლის მთებს როცა გასძახს ილია, ვერას დაგვაკლებს მტერი ზვარაკი, სხვიტორმა როცა შობა აკაკი. მთების გუგუნებს დიდება, ვაშა, ჩვენში იშვაო ყაზბეგი, ვაჟა, ვეთაყვანებით ჩვენ ჩენს არჩევანს და არსაკიძის მოჭრილ მარჯვენას. მე მდიდარი ვარ ჩემი განძია, სულხან-საბა და მისი ტანძია, როცა ჩემია ჯავახიშვილი, აი ია და გოგებაშვილი. აქ იშვა ტრფობა და რუსთაველი, გრიგოლ ხანძთელი თუ ცურტაველი ჩვენი დიდების დამამშვენებელი, თამარ მეფე და აღმაშენებელი ძირძველი ერის წმინდანს და მზიანს, ამას ენასა ლაზარე ჰქვიან, სადღრეგრძელოს და ლექსების ენას, სიყვარულის და სიკეთის რწმენას. ჩვენში კვლავ ცოცხლობს რწმენა ნამდვილი, გვფარავს მარიამის წმინდა მანდილი, ჩვენი დიდება არ წყდება ამით, დაე, მაცხოვარი გვფარავდეს, ამინ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი