"სიცოცხ;ლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია"


"სიცოცხლის სამოსახლოა, ჩემი პატარა გურია"
ეს დიდებული კაცისგან და დიდი გულით თქმულია,

მართლაც რომ საუნჯე არის და გამოცნობა რთულია,
ამ ფიცხი, მაგრამ ტკბილ ხალხის მე სიყვარული მწყურია.

აქ ჩემია ყველა კუთხე და ყოველი შარა-გზა,
ოღრო-ჩოღრო, შუკა-შუკა, დაბლა ბარი, მაღლა მთა,

აქეთ სუფსა ჩემი არის, იქეთ გუბაზეული,
მე ყველაზე მდიდარი ვარ და არა ვარ ეულია.

მიყვარს ჩემი გურულები, მიყვარს მათი ხმაური,
მთის ფერდობზე შეფენილი ჩემი ჩოხატაური,

კლდის ნაპრალში მოსჩქეფს მარდად ცივზე ცივი ცხრაწყარო,
ამაყი ვარ რომ ჩემია ნაბეღლავიც, ბახმაროც,

და ბახმაროს ნისლის ბუღში გახვეული ტაძარი,
ეს ხომ ფერისცვალებაა, უფლის მადლიც აქ არის.

ჩემი არის ის უდაბნოც, კლდედ შედგმული სენაკით,
ეს სავანე ჩემი არის და ვერ დავთმობ ვერასგზით.

დაბლაციხე, ბუკისციხე, ყველა კუთზე არის მზისკენ,
გურულების სავსე გული და უსაზღვრო სიყვარული.

გურიაა ყველასათვის საოცნებო ადგილი,
რწმენა აღსდგა და გაბრწყინდა აქ ღვთისმშობლის მანდილი,

აქ იციან გულის გაშლა, სიყვარული ნამდვილი,
გურულებთან სტუმრობაო ნუ გგონიათ ადვილი.

ხის სიმაღლე იზომება ფესვით, არა მიწიდან,
მიტომ გვიყვარს ეს საუნჯე, რომ ფესვები გვიზიდავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი