ადამიანი


ნუ შეგაშინებს ტყეში აფთარი,
ან მგლის ხროვაში თუ დაეცემი,
ყველაზე მეტად საშიში არის
ადამიანის მსგავსი მხეცები.

სიფრთხილე ყოფის ზიარი არის,
სანამ არ არის ძალზე გვიანი,
იტყვიან ას ფუთს თუ შეჭამ მარილს,
იქნებ შეიცნო ადამიანი.

ადამიანი შვილია ღმერთის,
რწმენა, იმედი წმინდა წარსულის,
მხოლოდ და მხოლოდ ეძიე ერთი,
ადამიანში რომ ღირდეს სული.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი