მდიდარი ხარ


თუმც არა გაქვს სახლი, კარი, ბინა,
მდიდარი ხარ მაინც მეტად, ძალზე,
სიმდიდრეში ვინ გედრება, ვინა?
ხვალ მევალე მოგაკითხავს კარზე.

მდიდარი ხარ მაინც ძალზე მეტად,
თუმც არა გაქვს შენ კაპიკი ფული,
სიმდიდრეში ვინ გაჯობებს ნეტავ,
შენ ადამის შთაგბერვია სული.

ეს ცხოვრება კიბე არის, კიბე
ზოგი ადის, ჩადის , ზოგიც ირბენს.
ზოგი ცოცხლობს, ზოგიც ცხოვრობს ფულით,
მთავარია არ დაეცე სულით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი