მუმლი მუხასაო
მუმლი მუხასაო, მული, მაინც ძლიერი გვაქვს მუხლი მტერიც გვყოლიაო ბევრი, შეძრწუნებულაო ერი. გვყოლია პატარა კახი. ქართველებს გვქონია კრახიც, აყვავებულა ვერხვები, კვლავ გაჩნდნენ ალგეთს ლეკვები. წინ გვიძღვის ილიას რწმენა, კვლავ გვატკბობს რუსთველის ენა, დავითმა ჰპოვა ადგილი, აღსდგა თამარის მანდილი. მუმლი კვლავ ეხვევა მდელოს, მაინც გავიტანეთ ლელო, თუმცა გაგვიყიდეს მდელო, არ შედრკე საქართველოვ. წარსულს რომ ეცვალა ფერი, კვლავ აღდგა ტანჯული ერი, უფალი არ გვთმობს წამით, დიდება, დიდება, ამინ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი