ფარვანა


მიამბე,
ჭეშმარიტება როგორ იბადება?
მიამბე ახლა, ამ შუა ღამით,
როდესაც ქარი გულივით ბორგავს,
ახლა, როცა ღამის პეპელას ძალა აღარ მყოფნის
შენს გარშემო ვიფარფატო.
მე ფარვანა ვარ,
შენ - ჩემი სინათლე,
სძლიე შენს მრისხანებას.
არ შეიძლება,
არ შეიძლება დედამიწის ბურთივით ორი პოლუსი გქონდეს.
ნუ აცხოვრებ იქ სხვა ადამიანებს.
მერე რა, თუ კი შენს გამოც ვერ შევიცვალე,
რა ვქნა, არ შემიძლია იმ თოვლის შეყვარება, 
რომლის სისპეტაკეს არაფერი აქვს საერთო ჩემს სულთან.
სძლიე შენს მრისხანებას!
ეგ სიტყვები ბასრი დანისპირივით 
არღვევს ჩემი ბედნიერების ბადეს 
და პირველად გაქცეული თვალის მსგავსად
ზედიზედ, მიყოლებით ირღვევიან ჩემი იმედებიც.
..........


შენ, სიყვარულო,
რომელსაც შავი ჭირივით გაგირბი
და აღსასრულის დღესავით მოისწრაფვი ჩემსკენ,
შენ მაინც მიამბე როგორ,
როგორ იბადება ჭეშმარიტება?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი