დელოსელი ქალწულები


მე შენ გხედავ
შენსავე მუსიკაზე აცეკვებულს,
და ლოკოკინასავით ვიმალები საკუთარ ნიჟარაში.
გაგირბი.
შენ კი უფრო და უფრო ძლიერად უკრავ,
ნელ-ნელა მეწამუსიფრად გენთება სახე.
აგერ მეც, უკვე გამოვდივარ ნიჟარიდან
და გულიდან გისმენ.
შენ უკრავ,
ისევ ისე უკრავ...
მერე მოდიხარ და თვალებით მღერი.
სისხლი კი ალისფერ ნაკადად ეშვება
საფეთქლიდან გულისკენ.
მე თვალმოუშორებლად გიყურებ.
დელოსელი ქალწულები ნელ-ნელა ტოვებენ კუნძულს
და შენში სახლდებიან.
უკვე თვალისფერივით გეცვლება ფიქრები,
მიყურებ და გული გაგირბის.
რომელიღაც დელოსელს ქარმა თმები აუწეწა.
შენ უკვე მისთვის უკრავ...
ელვისებური სისწრაფით იზრდება მანძილი
ჩემიდან როიალამდე.
მშორდები...
თითები გიცვლისფერდება...
სადღაც ახმაურდა მეორე დელოსელი.
მე მოვკვდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი