მე გუშინ დავბრუნდი


მე გუშინ დავბრუნდი.
ვცდილობდი, უკან მობრუნებულს
გზად მაინც მეპოვნა 
და წამომეღო 
ყოველივე ის,
რაც აქედან წასვლისას დავკარგე,
მაგრამ თან მხოლოდ სიცარიელე ჩამომყვა.

ბავშვობის ის დღეები მახსოვს,
მე და შენ 
მხოლოდ ამოჩემებულ ადგილზე
ოცნობებივით რომ ვაგებდით ქვიშის კოშკებს.
მაშინ გვეგონა, რომ
ჩვენი ყველაზე დიდი  მტერი ქარი იყო,
კოშკურებს ქვიშის პატარა მარცლებს
საძირკველივით რომ აცლიდა.

ახლა კი, 
როცა ქარებმა  ადამიანის ფიქრებივით 
იცვალეს მიმართულება,
მე დავბრუნდი. 
დაგიბრუნდი,
რომ აგიშენო  ურყევი სახლი - იმედი.

დღეს ის ბიჭი ვნახე,
ბავშვობიდან რომ გამსგავსებდი,
წლებს ისე შეეცვალა, ძლივს ვიცანი
და გული დამწყდა.
ვინ იცის,  
იქნებ შენც ისე შეიცვალე,  
რომ  საერთოდ აღარ გავხარ  
ჩემს მეხსიერებაში ჩარჩენილ
ხუჭუჭა, ლურჯ თვალება ბიჭს,
წამოსვლის წინა ღამეს მთვარის შუქზე
რომ ვუკითხავდი გამოსამშვიდობებელ წერილს.

...... ....... .....
მე დავბრუნდი შენთან 
და ახლა,
უძღები შვილივით 
შენი ქუჩის ბოლოს მდგომი 
ვამბობ:
„ _ ადამიანებმა არ უნდა მისცენ ვარსკვალებს
ჩაქრობის საშუალება“
მიშველე.
შენ მიშველე,
მანამ,
სანამ
საერთოდ ჩამიქარა 
მილეული თვალები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
.....8 წლის წინ

Dzalian momewona..saintereseoa..idumali..

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი