როგორც შენ გინდა


გაქცევა გინდა?ვერ დაგაკავებ
და იმ ბნელ გზასაც მე გაგინათებ
როგორც შენ ჩათვლი, როგორც იწამებ
მე სულ ყველაფერს დიდ პატივს დავდებ
და თუ დღეს გინდა ჩემგან გაქცევა
მაგრამ გაქცევაც კი გეშინია
არ დაგაძალებ შორს ჩემგან 
წასვლას
და არ მოგიკლავ მაგ გულს დარდიანს
შენ თუ გგონია რომ ვერ გაგიგებ
ვერ ვგრძნობ ვერ ვიგებ შენს გულის წადილს
ტყუილუბრალოდ ღელვას დარდიანს
ნუ უფიქრდები და ნურც განიცდი
ტყუილუბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ რომ არ გიხდება
მიენდე მხოლოდ უფლის დიდებას
და ყველაფერი კარგად იქნება
ის გადმოგხედავს და დაგიფარავს
ყველა შენს მიზანს გზა-კვალს დაუდგენს
თავდ მიხვდები რომ დრო უწყება
შენი ცხოვრების გალამაზების
ჩემო ძვირფასო და ჩემო კარგო
მინდა გისურვო შენ რასაც ნატრობ
უფალმა მოგცეს ის ნატვრა კარგო
როგორიც გინდა და რასაც ნატრობ.
მე მთელი გულით გისურვებ მარად
სიყვარულსა და ულევ სიხარულს
მინდა რომ მუდამ ცხოვრობდე ლაღად
შენ ხომ სულ მუდამ სიკეთეს ხატავ
მე კი გვერდიდან ვილოცებ მარად
შენი გულისთვის,შენი სულისთვის
მიყვარხარ სულ და მთელი არსებით
ჩემი ცხოვრებით და შეგრძნებებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი