თუ წახვალ ნუღარ დაბრუნდები


წახვედი და წადი ვეღარ დაგაკავებ
შენ არახარ ღირსი იმის რომ მიყვარდე
და თუ წახვალ უკან ნუღარ მოიხედავ
რადგან გული სულ მთლიანად გამიყინე
ლექსის წერა მიყვარდა და დამავიწყე
თუმცა ამას თუ შევძლებდი არ მეგონა
ცხოვრებაში თუ რამ ხდება და რამ
წყდება
ყველაფერს ხომ მისი ახსნა ებადება
ამ ქვეყნად ხომ ისე არაფერი ხდება
და ისე ხომ არაფერი არ უწყება
თუ ფიქრობ რომ ყველაფერი დამთავრდება
და თუ ფიქრობ რომ გულს დარდი ასცილდება
ყველაფერი დამთავრდება 
დალაგდება
ზუსტად იმ დროს ყველაფერი
აირევა
აირევა, აიშლება, აინგრევა
შვების ნაცვლად მაგ გულს სევდა 
დააწვება
იფეთქებს და გასკდება და გაილევა
მე კი აღარ ვიფიქრებ მის გამთელებას

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი